თურქეთის ქალაქ ედირნეში ტექსტილის ინდუსტრიაში მომუშავე ქარხანამ თითქმის მთელი საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება მზისგან დაიწყო.
Modavizion Edirne Factory-ის სახურავზე 2 მეგავატიანი მზის ენერგიის სისტემაა დამონტაჟებული. საწარმოს პროდუქცია ევროპის ბევრ ქვეყანაში გადის და ადგილზე 2500 ადამიანია დასაქმებული.
ობიექტი, რომელმაც მზისგან ენერგიის გამომუშავება ინსტალაციისა და ტესტირების ფაზების შემდეგ, ერთი თვის წინ დაიწყო, ქარხნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების 80%-ს აკმაყოფილებს. დანარჩენ ნაწილს კი ქარხნის პარტნიორ კომპანია Tekirdag-ში წარმოებული ჭარბი ენერგია ფარავს.
Modavizion Edirne Factory-ის სახურავზე, 15 000 კვადრატული მეტრის ფართობზე 5 000 მზის პანელია განთავსებული.