თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. როგორც ქვეყნის სტატისტიკის სამსახური იუწყება, გასულ თვეს ქვეყანაში ინფლაცია 52%-მდე შემცირდა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 62%-ისა.
ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელი 53-54% იყო, მაგრამ შემცირება უფრო დიდი აღმოჩნდა.
„ინფლაციის კლების პროცესი უკვე ოფიციალურად დაიწყო და ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
ფასების ზრდის ტემპის შენელება ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 50%-მდე გაზარდა, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია“, - ნათქვამია თურქეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.