თურქეთში GPP-ის (გეოთერმული ელექტროსადგური) ინვესტიციები, სავარაუდოდ, 5 წელიწადში $15 მლრდ-ს მიაღწევს. ამის შესახებ ელექტროსადგურების ინვესტორთა ასოციაციის (JESDER) პრეზიდენტმა უფუკ შენთურქმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში გეოთერმული ტექნოლოგია განვითარდება და გაიაფდება, ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამავდროულად, გეოთერმული ენერგიის სექტორში შიდა წარმოებაზე ფოკუსირება და შიდა ტექნოლოგიების განვითარება ინვესტორებისთვის დიდი ხარჯების მოხსნას ნიშნავს. 

როგორც მან აღნიშნა, თურქეთი გეოთერმული ენერგიის წარმოების ობიექტებიდან მიღებული ლითიუმის მარაგით მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. 

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად 65 ლიცენზირებული GPP უზრუნველყოფს მომსახურებას დადგმული სიმძლავრით 1691 მეგავატი.

როგორც მან განმარტა, ელექტროსადგურების მშენებლობაზე ამ დრომდე განხორციელებულმა ინვესტიციამ 7 მილიარდ დოლარს მიაღწია და უახლოეს 5 წელიწადში დაგეგმილი ინვესტიციებით ეს თანხა 15 მილიარდ დოლარს მიაღწევს.