თურქეთში უმუშევრობის დონე 2023 წლის მაისში 2014 წლის მარტის დონემდე შემცირდა და 9,5% შეადგინა. ახალ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, 15 წელზე უფროსი ასაკის თურქეთის მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელი მაისში წინა თვეებთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა.

ამრიგად, თურქეთში უმუშევართა რაოდენობა მაისის მდგომარეობით 193 ათასი ადამიანით შემცირდა და 3,3 მლნ შეადგინა.

უმუშევართა რაოდენობა ახალგაზრდებში - 15-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, 1,6%-ით - 17%-მდე შემცირდა.

მთლიანობაში თურქეთში დასაქმებულთა რაოდენობა მაისში აპრილთან შედარებით 63 000-ით გაიზარდა და 31 716 000 ადამიანი შეადგინა.