თურქეთმა მოდერნიზებული Su-25 ML Lachin გამანადგურებელი აზერბაიჯანს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავი აღჭურვილია მართვადი ბომბებით და ტებერის რაკეტებით, ასევე აღჭურვილობით, რომელიც  საკრუიზო რაკეტების კონტროლის საშუალებას იძლევა. 

თვითმფრინავი აღჭურვილია ANS/KKS პროგრამული უზრუნველყოფით, რათა გაზარდოს ფრენის დიაპაზონი ფრთების გახსნით და მკაცრი ამინდის პირობებში მეთვალყურეობის გაზრდის გზით.

თვითმფრინავი ასევე აღჭურვილია KGK ლაზერული რაკეტების მართვის სისტემით. KGK-ის მთავარი უპირატესობაა 110 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეზე რაკეტის წარმართვის შესაძლებლობა, ასევე 37 კილომეტრზე მეტი სიმაღლიდან გასროლილი რაკეტის ზუსტად წარმართვის შესაძლებლობა.