თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, ცხრა მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველი იღებს მონაწილეობას.