თურქეთმა სრულად ელექტრონული ავტომობილების გაყიდვით, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას გადაუსწრო, რასაც მოწმობს ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემები.თურქეთი ამ სეგმენტში მეექვსე ადგილზეა იტალიის, ესპანეთის, ავსტრიის, დანიისა და ფინეთის წინ.
თურქეთის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების წილის ზრდის ტენდენცია კვლავ მაღალია ევროპის საავტომობილო ბაზრებთან შედარებით.
ACEA-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა 48.2%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მიაღწია 1 378 441-ს.