executive traveller-ის ინფორმაციით, Turkish Airlines-ი ახალი ბიზნეს კლასის- „Crytal“ დანერგვას გეგმავს.
კომპანია ახალ ბიზნეს კლასს მიმდინარე წლის მაისში წარადგენს, ხოლო 2025 წლის დასაწყისისთვის ის ავიაკომპანიის ყველა Boeing 777-ზე დაინერგება. ავიაკომპანიას საკუთარ ფლოტში ამჟამად 33 ერთეული Boeing 777 ჰყავს და თითოეულის საშუალო ასაკი 9 წელია.
Turkish Airlines-ის თავმჯდომარემ, პროფესორმა აჰმედ ბოლატმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ლუქსი, სახელად Crystal, ასევე ნაჩვენები იქნება ყოველწლიურ Aircraft Interiors Expo-ზე ჰამბურგში. მათ ექნებათ “ძალიან ლამაზი მოძრავი კარი, ისევე როგორც სხვა ოფციები, რომლებსაც ახლა ელიან ბიზნეს კლასის მგზავრები.”
თანამედროვე 1-2-1 განლაგება Boeing 777-ს საშუალებას მისცემს 44 ბიზნეს კლასის ადგილი იქონიოს, რაც გამოიწვევს მხოლოდ ხუთი ადგილის დაკარგვას 2-3-2 განლაგების შედარებით.
2026 წლიდან კი Crystal ბიზნეს კლასი გამოჩნდება ავიაკომპანიის Airbus A350-1000-ზე – იმ. ხომალდებზე, რომელიც შეასრულებს 17-საათიან უწყვეტ ფრენებს თურქეთიდან ავსტრალიაში.