ტურინმა (იტალია) მოიპოვა 2024 წლის ევროპის ინოვაციების დედაქალაქის (iCapital) ტიტული. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის ქალაქებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ინოვაციებს თავიანთ საქმიანობაში.

იტალიური ქალაქი შეირჩა მისი უნარის წყალობით ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია შეათავსოს ადგილობრივი თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან: ისტორიულად ყოფილი ინდუსტრიული ცენტრი, ტურინი გახდა ტექნოლოგიური ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც ადაპტირდება თანამედროვე გამოწვევებთან, მაგალითად როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

ურბანული ინოვაციების განვითარებაზე მუშაობს 600-ზე მეტი კომპანია, მათ შორის სამთავრობო უწყებები, სტარტაპები და არაკომერციული ორგანიზაციები. ქალაქის ტექნოლოგიურ პლატფორმაზე, მოწინავე ტექნოლოგიების (5G/6G, AI, Blockchain და ა.შ.) დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა გადაწყვეტილებების სიმულაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის განვითარებისთვის.

ყველა ტექნოლოგიურ პროექტს განიხილავს ეთიკური კომისია, რომელიც აკონტროლებს მათ შესაბამისობას ურბანული განვითარების მიზნებთან - კერძოდ, სათბურის გაზების ემისიების შემცირებასთან.

გარდა ძირითადი კატეგორიისა, წელს კონკურსმა გადასცა ჯილდო „ევროპის მზარდი ინოვაციური ქალაქი“, რომელიც გამიზნულია 50-დან 249 ათასამდე მოსახლეობის მქონე ქალაქებზე. ამ კატეგორიაში პრიზი ქალაქ ბრაგას (პორტუგალია) ერგო.

პირველი ევროპული ინოვაციების დედაქალაქი 2014 წელს ბარსელონა გახდა.