თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას შეუძლია ევროკავშირს დაშორდეს, - ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშზე კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებაზეა საუბარი. ამის შესახებ Reuters წერს.
მოხსენებაში, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში იქნა მიღებულ. ნათქვამია, რომ თურქეთის 27 წევრ ბლოკთან გაწევრიანების პროცესი არ შეიძლება განახლდეს არსებულ პირობებში და მოუწოდა ევროკავშირს გამოიკვლიოს „პარალელური და რეალისტური ჩარჩო“ ანკარასთან კავშირებისთვის.
„ევროკავშირი თურქეთიდან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტ”, - განაცხადა ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრების წინ.
თურქეთი 24 წელია ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატია, მაგრამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოლო წლებში შეფერხდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ანგარიში უსაფუძვლო ბრალდებებსა და ცრურწმენებს შეიცავდა.