ვფიქრობ, პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ახლოს მშვიდობასა და ომის დასრულებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია, არის, რომ გაერთიანებულად დავდგეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის გვერდით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, იმოქმედოს დაუყოვნებლივ, თუ იქნება გადაწყვეტილება რეპარაციულ სესხზე.

„როგორ ევროკავშირის საბჭოს წევრებისგან მოისმენდით, ჩვენ გვქონდა რეალური პროგრესი გასულ კვირასა და დღეებში. ვფიქრობ, პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ახლოს მშვიდობასთან და ომის დასრულებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია, არის, რომ გაერთიანებულად დავდგეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის გვერდით. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვაგვაროთ ფინანსური საკითხი, აქ ევროპარლამენტს აქვს სურვილი, ითანამშრომლოს ყველა ფრონტზე. ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, თუკი გადაწყვეტილება იქნება მიღებული რეპარაციულ სესხზე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, უკრაინის დახმარება თუ გვსურს, თუ გვსურს უსაფრთხოების გარანტია ევროპისთვის, მაშინ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი დღეს უკრაინის დაფინანსებაზე“, – აღნიშნა რობეტა მეცოლამ.

პირველი არხი