თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები ჩვენი სამიზნე გახდება, - ამის შესახებ ირანი ისრაელს აფრთხილებს.
„ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ ისრაელი სამაგიეროს გადაუხდის ირანს“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ.
მისივე თქმით, ისრაელის საპასუხო ქმედების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოიწვევს იმას, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები მათი სამიზნე გახდება.