Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა წელს შესაძლოა დაახლოებით 700 მილიონი დოლარი მიიღოს დივიდენდის გადახდიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს.

კომპანიის ისტორიაში პირველად Meta-მ კვარტალური დივიდენდი გამოაცხადა აქციაზე 50 ცენტის ოდენობით.

სააგენტოს შეფასებით, ცუკერბერგი ფლობს Meta-ს აქციების დაახლოებით 13%-ს, ანუ დაახლოებით 350 მილიონ აქციას, ხოლო დივიდენდის გადახდიდან მისი შემოსავალი კვარტალში დაახლოებით 175 მილიონი დოლარი იქნება.

ფინანსური მაჩვენებლების აღდგენისა და ხარჯების შემცირების ყოვლისმომცველი ზომების (მათ შორის დაახლოებით 21 000 თანამშრომლის გათავისუფლება) წყალობით, ბოლო 12 თვის განმავლობაში Meta-ს აქციების ღირებულება გაორმაგდა. 

ცუკერბერგმა, რომლის ქონება 125 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 2022 წელს მიიღო მთლიანი კომპენსაცია 27,1 მილიონი დოლარის ოდენობით, თუმცა მისი ძირითადი ხელფასი კომპანიაში 1 დოლარია. მისი 2023 წლის ანაზღაურება მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ბიზნესმენმა და მისი მეუღლემ პრისცილა ჩანმა ადრე განაცხადეს, რომ თავიანთი სახსრების 99%-ს ქველმოქმედებას გადასცემენ. მათ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციები ხელს უწყობენ თანასწორობას, ებრძვიან დაავადებებს, აშენებენ ხელმისაწვდომ საცხოვრებლებს და აფინანსებენ სხვა ინიციატივებს.