იემენელი ჰუსიტების გასამხედროებული დაჯგუფება Ansar Allah-ის მხრიდან სავაჭრო გემებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად გამოწვეულმა წითელ ზღვის კრიზისმა გლობალური ეკონომიკური ზრდა 2024 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 2,8%-მდე შეამციროს.

ამის შესახებ ვაშინგტონის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IIF) ანალიტიკოსები პროგნოზირებენ.

შედარებისთვის, ამერიკელმა ექსპერტებმა გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 3,1%-ად შეაფასეს. ამდენად, უარეს შემთხვევაში, მაჩვენებელი შესაძლოა, 0,7%-ით შემცირდეს.

IIF-ის ექსპერტებმა საბაზისო სცენარი დასახეს. კერძოდ, საბაზისო სცენარი საშუალოვადიან პერიოდში ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმების ინტენსივობის შემცირებასა და უახლოეს თვეებში წითელ ზღვაზე ვაჭრობის განახლებას გულისხმობს.

თუმცა ნეგატიური სცენარით, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გახანგრძლივდება და ისრაელ - „ჰამასს“ შორის კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება. ამ შემთხვევაში, გლობალური ნავთობმიწოდების, დაახლოებით, 30% შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც მსოფლიო ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს.

bpn.ge