წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო სუეცის არხმა ტვირთის 60%-ზე მეტი დაკარგა - ამის შესახებ  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხელმძღვანელმა არსენიო დომინგესმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ შექმნილი ვითარების გამო მოხდა გემების დაზღვევის ღირებულებისა და საწვავის ხარჯების ზრდა და მოიმატა მეზღვაურების დატვირთვამ.

მისი თქმით, მიზეზი არის რეგიონში ისრაელთან დაკავშირებულ ნებისმიერ გემზე ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის მუქარებია. რიგმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, სუეცის არხს უსაფრთხოების მიზეზების გამო თავი აარიდონ. ჰუსიტები აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში მათი ქმედებები ღაზას სექტორში მყოფი პალესტინელების დახმარებას ისახავს მიზნად.

იემენელი ტერორისტების თავდასხმების გამო არხზე მოძრავი გემების რაოდენობა 36%-ით შემცირდა.

სუეცის არხი აზიასა და ევროპას შორის უმოკლესი საზღვაო გზაა, ხოლო ეგვიპტის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შედინების ძირითადი წყაროა.