მოსალოდნელია, რომ წელს თურქეთში საჰაერო ტრანსპორტის მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 236,6 მილიონს მიაღწევს.

გასულ წელს საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა საერთო რაოდენობამ, პირდაპირი ტრანზიტის მგზავრების ჩათვლით, 214,23 მილიონი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი წელს დაახლოებით 10.4%-ით გაიზრდება და 236.56 მილიონს მიაღწევს.

მომავალ წელს მგზავრების რაოდენობა, სავარაუდოდ, 249,26 მილიონი იქნება.

გასულ წელს საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა 122,95 მილიონი იყო. წელს, მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი 140,18 მილიონს მიაღწევს.

ამავდროულად, შიდა ფრენების მგზავრების რაოდენობა, რომელიც გასულ წელს 91,05 მილიონი იყო, წელს 11,9%-ით გაიზრდება და 101,88 მილიონი, 2025 წლისთვის კი 108,62 მილიონი იქნება.