Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების თქმით, ნავთობის გლობალური მარაგები ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს უახლოვდება. ისინი აღნიშნავენ, რომ შემცირების ტემპი შეშფოთების საგანი ხდება, რადგან ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო საწვავის მარაგი შეზღუდულია, იუწყება „როიტერი“.
ბანკის ექსპერტების აზრით, საწვავის გლობალური მარაგი ამჟამად გლობალური მოთხოვნის 101 დღეს შეადგენს. Goldman Sachs-ის თქმით, ეს მაჩვენებელი მაისის ბოლოსთვის შესაძლოა 98 დღემდე შემცირდეს, რაც 2018 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იქნება.
Goldman Sachs-ი მიიჩნევს, რომ გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, მინიმუმს ვერ მიაღწევს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში და ზოგიერთ პროდუქტში შემცირებისა და მიწოდების დანაკარგების ტემპი შემაშფოთებელია. ბანკის შეფასებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კონფლიქტამდე, ნავთობპროდუქტების გლობალური მარაგები მოხმარების 50 დღეს შეადგენდა. ახლა კი მარაგები მოხმარების 45 დღემდე შემცირდა.