დონალდ ტრამპის სოციალური მედიაპლატფორმის, Truth Social-ის მფლობელი კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი ორშაბათს 15%-ით გაიზარდა.

დონალდ ტრამპის კომპანიის თითო აქციის ფასმა დაახლოებით $30 შეადგინა, რის შედეგადაც ტრამპის ქონება $531 მილიონით გაიზარდა. დონალდ ტრამპი Trump Media & Technology Group-ის აქციების 57%-ს ფლობს.

ამ დროისთვის, ტრამპის ქონების წმინდა ღირებულება $5.5 მილიარდს შეადგენს, რაც მას მილიარდერთა რეიტინგში 604-ე ადგილს ანიჭებს.

ანალიტიკოსების აზრით, ბოლო პერიოდში Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა იმითაა განპირობებული, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი შეუერთდა.