აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გაიმარჯვების შემთხვევაში, ის აშშ-ს NATO-ში დატოვებს.

„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპს სურს, NATO იყოს ძლიერი.

„მას სურს, რომ ჩვენ დავრჩეთ NATO-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ატარონ თავიანტი თავდაცვის ტვირთის ნაწილი“, – განაცხადა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების ვალდებულებებში დისბალანსია და ხაზგასმით გამოყო გერმანია.

„NATO-ს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით გერმანიამ უნდა დახარჯოს უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე“, – თქვა ვენსმა.

პირველი არხი