აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, განიხილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნება.
ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შემდეგ, ორგანიზაციამ ქვეყანას გადასახადის შემცირება შესთავაზა, რაზეც დაფიქრდება და შეიძლება რამე შეცვალოს კიდეც.
ტრამპის თქმით, ის საუდის არაბეთს სთხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 1 ტრილიონი დოლარი გადაუხადოს.
"ჩვენ დავტოვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც წელიწადში 500 მილიონ დოლარს ვუხდიდით, ჩინეთი კი 39 მილიონ დოლარს იხდიდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით მეტია. შემომთავაზეს, რომ ჩვენც შეგვიმცირებენ გადასახადს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია დავფიქრდეთ და რაღაც შევცვალოთ. სხვათა შორის, საუდის არაბეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს არჩევნების გამო. მჯერა, რომ მათ მეტის გადახდაც შეუძლიათ და ვთხოვ, რომ 1 ტრილიონი გადაიხადონ. ეს ბევრად უკეთესი იქნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებდა, რადგან აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზად დასახელებულია, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციასა და საზღვრების დაცვაზე.
„ჩვენ ვაპირებთ, დავამარცხოთ ინფლაცია, შევამციროთ ფასები. ჩვენ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას. ვაპირებთ, ჩავდოთ მეტი ფული თქვენს ჯიბეებში, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, აღვადგინოთ კანონი და წესრიგი ჩვენს ქალაქებში. ჩვენ ვაპირებთ, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს.