აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ერთიანი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას გულისხმობს, რითაც შტატებს საკუთარი რეგულაციების განხორციელება ეკრძალებათ.

თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიაზე ტრამპმა განაცხადა, რომ დოკუმენტის მიზანია ხელოვნური ინტელექტისთვის „ერთიანი ეროვნული ჩარჩოს“ შექმნა.