აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 23 აგვისტოს საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა კანადას, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
„კანადას სურს ისარგებლოს შტატის უპირატესობებით ისე, რომ არ იყოს შტატი!!!“ - განაცხადა ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში. - „ისინი ასევე წლების განმავლობაში ახდევინებდნენ ჩვენს დიდებულ ფერმერებს უზარმაზარი ოდენობის ტარიფებს. მეტი აღარ!!!“
შაბათს, 22 აგვისტოს კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ახალი ტარიფები ძალაში 8 სექტემბერს შევა და განსაკუთრებით აშშ-ის ფოლადისა და რძის ნაწარმის მრეწველობას შეეხება.
აშშ-ის ახალი, 50-პროცენტიანი ტარიფები, - რომლებიც ეხება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს, ანუ აშშ-ში კანადური ექსპორტის 5.5 პროცენტს, - შაბათს შევიდა ძალაში.