აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის დროს დათანხმდა ევროკავშირს ტარიფებზე შეთანხმების მისაღწევად ვადა 9 ივლისამდე მისცეს.
„მან თქვა, რომ სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება სურდა (...). 9 ივლისი არის დღე, რომელიც მან მოითხოვა. (...) მე დავთანხმდი ამის გაკეთებას“, - ციტირებს CNN ტრამპის სიტყვებს ჟურნალისტებთან.
მანამდე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მას ტრამპთან „კარგი საუბარი“ გამართა. მისი თქმით, ევროკავშირს აშშ-სთან „კარგი შეთანხმების“ მისაღწევად 9 ივლისამდე დრო დასჭირდება.