დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაამოწმებს „შეშფოთების გამომწვევი“ 19 ქვეყნიდან აშშ-ში ჩასულ ადამიანებზე გაცემულ „მწვანე ბარათებს“, – აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ წერს.

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის დირექტორმა, ჯო ედლოუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დავალებით, „შეშფოთების გამომწვევი“ ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასული ადამიანებისთვის გაცემული ყველა მწვანე ბარათის გადამოწმების ბრძანება გასცა.

როგორც „სიენენი“ წერს, ეს 19 ქვეყანაა: ავღანეთი, ბირმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, იემენი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა.

1tv.ge