პუტინის შეთანხმება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ არაფერს ნიშნავს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ამ, სავარაუდოდ, გადამწყვეტი და დიდებული სატელეფონო ზარის შემდეგ, პირველივე ღამეს არ შემცირებულა. პუტინი აქ თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დიდხანს ვეღარ შეძლებს უმოქმედოდ ყურებას“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ და რუს სამხედროებს უკვე მისცა შესაბამისი ბრძანება.

1tv.ge