The Economist-მა აშშ-ში უკრაინის მიმართ დამოკიდებულების შესახებ YouGov გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული ამერიკელების 64% თანაუგრძნობს უკრაინას; 4% – რუსეთს;

გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ უნდა გაიზარდოს, 27% ამბობს, რომ უნდა დარჩეს არსებულ დონეზე, 28% – უნდა შემცირდეს, 20% პასუხი არ აქვს;

გამოკითხვაში მონაწილეთა 20% თვლის, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, 17% – რუსეთი, 37% – არავინ;

41% ბაიდენის მოქმედებით ომთან მიმართებაში კმაყოფილია, 41% - უკმაყოფილოა;

51% თვლის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მომავალი ერთი წლის განმავლობაში კვლავ იქნება უკრაინის პრეზიდენტი, 12% მიიჩნევს, რომ აღარ იქნება პრეზიდენტი;

72% ომში ცეცხლის შეწყვეტას ემხრობა, 9% - წინააღმდეგია;

31% მიიჩნევს, რომ უკრაინა აშშ-სთვის მოკავშირეა, 37%-ისთვის მეგობრული ქვეყანაა, 10%-ისთვის არამეგობრული ქვეყანაა, 6%-ისთვის – მტერი.