თეთრ სახლს მეტი სტენოგრაფისტის აყვანა სურს, რადგან ტრამპი ძალიან ბევრს საუბრობს. ინფორმაციას ამის შესახენ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლების სტენოგრაფირებაზე, ვერ უმკლავდებიან სამუშაოს შესრულებას, რადგან აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ძალიან ბევრს საუბრობს.

თანამდებობაზე ყოფნის პირველი კვირის განმავლობაში ტრამპმა ისაუბრა თითქმის 7 საათი და 44 წუთი და გამოიყენა 81 235 სიტყვა.