ტესლას ელექტრომობილების წლიური გაყიდვები პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაეცა.

ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მ 2024 წელს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები და ჰიბრიდები გაყიდა. Tesla-ს ყველაზე დიდმა კონკურენტმა 2024 წელს გაყიდა თითქმის 4.3 მილიონი ელექტრომობილი და ჰიბრიდი.

კონკრეტულად, BYD-მ გასულ წელს გაყიდა 1,76 მილიონზე მეტი ელექტრო მანქანა, ხოლო Tesla-ს გაყიდვებმა მიაღწია 1,79 მილიონ მანქანას, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 1.8 მლნ-ზე დაბალია.

წლის ბოლოს დადებითი დინამიკის მიუხედავად, Tesla Inc.-ის მანქანების წლიური გაყიდვები ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად დაეცა, წერს Bloomderg.