აშშ-ს ავტომარეგულირებელმა განაცხადა, რომ Tesla 2021-2023 წლებში წარმოებულ 54,676 ერთეულ Model X მანქანას გაიწვევს. ამის მიზეზი აღმოჩენილი დეფექტია, კერძოდ - მანქანის კონტროლიორი, რომელიც სავარაუდოდ, ვერ აღმოაჩენს სამუხრუჭე სითხის დაბალ დონეს და არ აჩვენებს გამაფრთხილებელ შუქს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საავტომობილო გზებისა და მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHSTA) ინფორმაციით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად Tesla-მ პროგრამული უზრუნველყოფის უფასო (OTA) განახლება გამოუშვა.
მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ უკავშირდება თუ არა ამ დეფექტს რაიმე ავარია ან უბედური შემთხვევა.