ტაივანში გამთენიისას, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათობით ადამიანი.
სტიქიის გამო გაიცა ცუნამის შესახებ გაფრთხილება სამხრეთ იაპონიასა და ფილიპინებში, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰუალიენში იყო. ბიძგები 15,5 კმ-ის სიღრმეში განვითარდა. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ 6.5 მაგნიტუდის ბიძგები კვლავ განმეორდა.
სტიქიის შედეგად სულ მცირე 26 შენობა დაინგრა. აქედან ნახევარზე მეტი ჰუალიენში. დაახლოებით 20 ადამიანია ჩარჩენილი ნანგრევებში და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.