საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის  ტრანსფერით, „სტრასბურგის“ გარდა, ლიგა 1-ის სხვა კლუბებიც ინტერესდებიან – ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ.

„ზურიკო დავითაშვილს „პარიზმა“, „სტრასბურგმა“ და „ბრესტმა“ კონტრაქტი შესთავაზეს. ქართველი ფეხბურთელის მიმდინარე საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. „სენტ-ეტიენს“ შეუძლია, დავითაშვილის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მოითხოვოს“, – ამტკიცებს GreenOnSainte.

გამოცემა Evect-ი კი ამტკიცებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „სტრასბურგის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე „სენტ-ეტიენის“ ქართველი თავდამსხმელი იქნება.

დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა – 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1tv.ge