თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა სტამბოლის ცენტრში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად. რვა დაშავებულიდან შვიდი მძიმე მდგომარეობაშია.

ხანძარი დღისით, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.