ამერიკულმა ავიაკომპანიამ, Spirit Airlines Inc.–მა დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება აშშ-ის გაკოტრების კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს მოახდინოს ვალის რესტრუქტურიზაცია და გაზარდოს ფინანსური მოქნილობა, ნათქვამია Spirit-ის პრესრელიზში.

ვალის რესტრუქტურიზაციის გეგმას, ავიაკომპანიის ობლიგაციების მფლობელების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა.

Spirit იმედოვნებს, რომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას რესტრუქტურიზაციის პერიოდში.

„ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ გააგრძელონ ფრენების დაჯავშნა და ფრენა შეუფერხებლად“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კრედიტორებთან შეთანხმება მოიცავს 350 მილიონი დოლარის კაპიტალის ინვესტიციას Spirit-ში. გარდა ამისა, ავიაკომპანიის ობლიგაციების მფლობელები უზრუნველყოფენ 300 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას, რაც დაეხმარება მას გაკოტრების პროცესის დროს. Spirit ელოდება, რომ გაკოტრებიდან გამოვა 2025 წლის პირველ კვარტალში.

კომპანია უახლოეს მომავალში ელოდება თავისი აქციების დელისტინგს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან.

დაბალფასიანი გადამზიდავი Spirit, COVID-19 პანდემიის შემდეგ მოგებას ვერ დაუბრუნდა.

interfax