ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა სამშაბათს, 19 დეკემბერს, ორბიტაზე კიდევ 23 Starlink ინტერნეტ თანამგზავრი გაუშვა. ამის შესახებ Space.com იტყობინება.

Falcon 9-ის რაკეტები 23 Starlink ინტერნეტ თანამგზავრით ოთხშაბათ დილით ფლორიდაში მდებარე კოსმოდრომიდან გაუშვეს.

Falcon 9-ის პირველი საფეხური დედამიწაზე გაშვებიდან დაახლოებით 8,5 წუთის შემდეგ დაბრუნდა. იგი უპილოტო გემზე A Shortfall of Gravitas ატლანტის ოკეანეში დაეშვა.

გეგმის მიხედვით, თანამგზავრები დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაშვებიდან დაახლოებით 65,5 წუთის შემდეგ განლაგდნენ.

Starlink-ის თანამგზავრების ამ ჯგუფის გაშვება თავდაპირველად 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ SpaceX-მა ის არასასურველი ამინდის გამო გადადო.

Starlink SpaceX-ის ინტერნეტ მეგა თანავარსკვლავედია, რომელიც ამჟამად 5000-ზე მეტი აქტიური კოსმოსური თანამგზავრისგან შედგება.