Sotheby's-ის აუქციონზე ელიტური ღვინოებისა და პრემიუმ კლასის ძლიერის ალკოჰოლი წლიური გაყიდვების მოცულობა 2025 წელს 12%-ით გაიზარდა და 127.5 მილიონ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ The Drinks Business–ი წერს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, შემოსავალი 47 მილიონი დოლარიდან, გაორმაგდა. ეს ასევე Sotheby's-ის პრემიუმ კლასის ალკოჰოლის განყოფილების გაყიდვების ისტორიაში მეოთხე გახდა.
Sotheby's Wine & Spirits-ის გლობალური ხელმძღვანელის, ნიკ პეგნას თქმით, გასული წლის გაყიდვების მოცულობა ასახავს ელიტური ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების გლობალური ბაზრის „მდგრადობას“ რთული 2024 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიის აუქციონებზე გაყიდვების მოცულობა თითქმის 30%-ით შემცირდა.