სომხეთი ე.წ. ტრამპის მარშრუტში რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულს უწოდებს.

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებით, არ შეუძლია ასეთი შესაძლებლობის დადასტურება, რადგან „ტრამპის მარშრუტი“, უპირველეს ყოვლისა, სომხურ-ამერიკული ინიციატივაა.

რუსეთის ინტერესის კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს შეაფასა, როგორც დიდი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ქცევის ნორმალური ნიმუში.

სიმონიანის თქმით, ამაში არაფერი ახალი ან უჩვეულო არ არის, რადგან ყველა სახელმწიფო დაინტერესებულია მეზობელ ქვეყნებში გავლენის შენარჩუნებითა და გაფართოებით.

„თუ მარშრუტის ან გზის გახსნაზე ვსაუბრობთ, მაშინ, ჩემი აზრით, ეს ცალკე ინიციატივად უნდა ჩამოყალიბდეს. „ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში ეს გარკვეულწილად აბსურდულად ჟღერს, რადგან ეს არსებითად ყველაფრის გაკეთება იქნებოდა, რათა „ტრამპის მარშრუტმა“ არ იმუშაოს“, – აღნიშნა ალენ სიმონიანმა.

1tv.ge