სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მომიტინგე შეიკრიბა.
როგორც "როიტერსი" წერს, ისინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსობაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი გახდა გასულ თვეში პრემიერ ფიცოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოსკოვში.
მომიტინგეებს ხელში ეჭირათ სლოვაკეთისა და ევროკავშირის დროშები და ბანერები წარწერებით: "სლოვაკეთი უკრაინის გვერდით" , "კმარა რუსეთი!" , "სირცხვილია".
"სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ არ ვართ რუსეთი", - სკანდირებდნენ ისინი.