სისხლის, ვაქცინების და იმუნური პროდუქტების იმპორტი 14.3 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში ქვეყანამ 35.508 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 21.188 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს, მხოლოდ აპრილში 10.179 მლნ აშშ დოლარის სისხლი, იმუნური პროდუქტების და ვაქცინების იმპორტი განხორციელდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 4 თვის მდგომარეობით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია შვეიცარია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 60% მოდის, მას მოსდევს ბელგია 10,3%-ით და თურქეთი - 5%-ით.

უფრო კონკრეტულად, წელს ქვეყანაში შემოსული სისხლის, ვაქცინების და იმუნური შრატების იმპორტიორი ქვეყნების 10-ეული ასე გამოიყურება:

შვეიცარია - 21.326 მლნ აშშ დოლარი

ბელგია - 3.682 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 1.658 მლნ აშშ დოლარი

საფრანგეთი - 1.443 მლნ აშშ დოლარი

სლოვაკეთი - 1.196 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 981.8 ათასი აშშ დოლარი

ავსტრია - 964 ათასი აშშ დოლარი

გაერთიანებული სამეფო - 781.9 ათასი აშშ დოლარი

ინდოეთი - 719.4 ათასი აშშ დოლარი

უკრაინა - 597 ათასი აშშ დოლარი

წყარო: bpn.ge