შვეიცარიის ალპებში მყინვარებს გადაფარეს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მიზნით, - ამის შესახებ იუწყება ონლაინპლატფორმა "კაქტუსი". 

გამოცემის ცნობით, შვეიცარიის ალპებში მყინვარები გარედან დაფარეს, რომ ისინი განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურისგან დაიცვან. 

რონის მყინვარს, რომლის ყველაზე მაღალი მწვერვალი 3 630 მეტრია ზღვის დონიდან, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი მასალა გადააფარეს. მყინვარის “საბანი” მჭიდრო საწმისისგან არის მომზადებული, რომელიც, ერთი მხრივ, თერმულად იცავს მყინვარს და მეორე მხრივ, აირეკლავს მზის სხივებს. 

გლაციოლოგები - მეცნიერები, რომლებიც მყინვარებს სწავლობენ, - ამბობენ, რომ ხელოვნური საფარი მყინვარს დნობისგან 50-70 პროცენტით იცავს. 

მართალია, მზისგან დამცავი საფარი მყინვარების დნობის პროცესს სრულად ვერ შეაჩერებს, მაგრამ სასარგებლოა მათი კარგვის პროცესის შესანელებლად.