„შტურმის“ სპორტული დირექტორი მიხაელ პარენსენი გუნდის გულშემატკივრებს აიმედებს, რომ მომავალ სეზონში ოთარ კიტეიშვილი გუნდში დარჩება. თუმცა კიდევ ერთი მაღალი დონის მოთამაშის შენარჩუნება რთული იქნება – ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა „კრონე“ წერს.
„სპორტული დირექტორის, მიხაელ პარენსენისთვის მისი მოღვაწეობის ყველაზე ინტენსიური პერიოდი ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ იწყება. რამდენიმე ლიდერმა წასვლის სურვილი გამოთქვა, რაც ახალი სეზონის დაგეგმვის ისედაც რთულ პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
იწერება, რომ გრიგორი ვიუტრიხი და ოთარ კიტეიშვილი წასვლას აპირებენ. ამბობენ, რომ ქართველმა პრემიერლიგის გუნდების, „სანდერლენდის“, „ბარნლის“ და „ლიდსის“ ინტერესი გამოიწვია.
„ტრანსფერისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ბოლო წლებში კიტეიშვილით არაერთი გუნდი დაინტერესდა, თუმცა ამ ეტაპზე ოთართან თანამშრომლობის გაგრძელებას ვგეგმავთ“.
ქართველს გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ გრაცის „შტურმი“ შესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში მილიონებს მიიღებს. თუმცა ისინი სეზონის საუკეთესო მოთამაშის შენარჩუნებას ამჯობინებენ“, – წერს „კრონე“.