ილან მასკი გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ის ამაში პასუხისმგებლობას გერმანიის კანცლერს აკისრებს.

როგორც მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აღნიშნულის გამო ოლაფ შოლცი უნდა გადადგეს.

„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“, - წერს ილან მასკი.

ცნობისთვის, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.