BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი მონაწილეობას იღებდა დისკუსიებში გარდამავალი ხელმძღვანელობის შესახებ, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში დამყარდება.
გავრცელებული ცნობებით, ყოფილი პრემიერმინისტრი მონაწილეობას იღებდა მაღალი დონის დაგეგმვითი ხასიათი მოლაპარაკებებში, სადაც განიხილავდნენ ღაზაში ომის დასრულებასა და ომის შემდგომ ვითარებას.
BBC-ის მიხედვით, ბოლო წინადადება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და არაბმა ლიდერებმა გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, გულისხმობს გაეროსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მხარდაჭერით ღაზის სექტორში გარდამავალი ორგანოს მიერ დროებითი მმართველობის დამყარებას.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბლერი აგვისტოს ბოლოს ტრამპის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას, რომლის მიზანიც ღაზაში მიმდინარე ომისა და ტერიტორიაზე ომისშემდგომი გეგმების განხილვა იყო.
The Times of Israel-ის მიხედვით, ღაზაში ომის დასრულების შემდგომ რეკონსტრუქციაზე სხვადასხვა ჯგუფთან გამართული არცერთი მოლაპარაკება ტერიტორიიდან ადამიანების ძალადობრივი გადასახლების იდეას არ მოიცავდა.
ამასთანავე, ისრაელური გამოცემა Haaretz-ის ცნობით, აშშ დაინტერესებულია, რომ ბლერმა ღაზის საერთაშორისო გარდამავალი ხელისუფლების (GITA) მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელოს.