2023 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობისა და გაზის ტრანსნაციონალურმა კომპანია Shell-მა ბუნებრივი აირით ვაჭრობიდან 2,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მეოთხე კვარტალში თხევადი ბუნებრივი აირის შემოსავალმა 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 1/3.  წყაროებმა განუცხადეს Reuters-ს, რომ ბუნებრივი აირის შემოსავალი 2023 წლის მეოთხე კვარტალში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო კომპანიის ისტორიაში. წყაროები გაზის დიდ მოგებას ზამთრის პერიოდში მაღალ მოთხოვნას უკავშირებენ.

თავის ანგარიშში Shell-ს ყურადღება არ გაუმახვილებია ტერიტორიის მიხედვით შემოსავლების განაწილებაზე, მაგრამ აღნიშნულია, რომ  მთლიანი შემოსავალი $7.2 მილიარდია.

თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული მოგება ხაზს უსვამს გაზის მნიშვნელობას Shell-ის პორტფელში.

2023 წელს ბუნებრივი აირის გლობალური ვაჭრობის 17% Shell-ზე მოდიოდა. რომელიც შეადგენდა 404 მილიონ ტონას.