სერგეი ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანთან. მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის შეხვედრები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯინბეკ კულუბაევთან.