ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მოუწოდებს, ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ის სოციალური ქსელის, X-ზე, წერს. ამავე პოსტში ტედ კრუზი ევროკომისიის მიერ ამერიკულ დაჯარიმებას აკრიტიკებს.
„ევროკომისიის მიერ X-ისთვის დაკისრებული 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საძაგლობაა. ეს არის თავდასხმა ამერიკელი სამუშაო ადგილების დიდ შემქმნელზე და ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლებაზე. ტრამპმა სანქციები უნდა დააწესოს, ვიდრე ეს აბსურდი არ შეიცვლება“, – წერს ტედ კრუზი.