გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, 32 წლის ასაკში ამერიკელი პოპ-მუსიკოსი, მსახიობი და ბიზნესმენი, სელენა გომეზი მილიარდერი გახდა.

სელენა გომეზმა სამსახიობო კარიერა 2007 წელს, დისნეის არხზე დაიწყო.

გომეზის ქონება ამ დროისთვის 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაშიც მას მნიშვნელოვნად დაეხმარა მაკიაჟის ხაზი “Rare Beauty”, რომელიც გომეზმა 2019 წლის 22 თებერვალს დააფუძნა.

ასევე, ამერიკელმა პოპვარსკვლავმა 2022 წელს, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის დედასთან, მენდი ტიფისთან ერთად დააფუძნა მედია პლატფორმა Wondermind, რომელიც Bloomberg-ის ცნობით, გომეზის აქტივების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა.

ამ დროისთვის სელენა გომეზი ინსტაგრამის გამომწერთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს - პოპვარსკვლავის გამომწერთა რაოდენობა 424 მილიონს შეადგენს.

წყარო: ტაბულა