თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი თქმით, ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბრის თემებს შორის იქნება ვაჭრობა, ინვესტიცია და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ინფორმაციას ამის შესახებ „ანადოლუ“ ავრცელებს.
„თეთრ სახლში ჩემს პატივცემულ კოლეგასთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილავთ რიგ საკითხებს, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპთან მის მოლაპარაკებებს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.
„მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას გლობალური მშვიდობის ჩვენი საერთო ხედვის ფარგლებში და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.