ევროზონაში საცალო გაყიდვები ივლისში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა, იტყობინება ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური.

Bloomberg-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 0.2%-ით ზრდას ელოდნენ.

სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო ავტომობილების საწვავის 1%-ით შემცირდა.

0,1%-ით გაიზარდა არასასურსათო პროდუქციის გაყიდვები (საავტომობილო საწვავის გარეშე).

საცალო გაყიდვები ევროზონაში ასევე შემცირდა 0,1%-ით ივლისში 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით.

interfax