ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავცელებს.

თვითმხილველების თქმით, სანამ მამაკაცი საწვავს გადაისხამდა, ბროშურები გაფანტა. 

მედიის ცნობით, მამაკაცი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცის ქმედების მოტივი უცნობია.