ბანგლადეშის სასამართლომ თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერ-მინისტრი, შეიხ ჰასინა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სპეციალურმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ის პასუხისმგებელი იყო გასულ წელს სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის ბრძანების გაცემაზე, რომლის დროსაც გაეროს შეფასებით, 1400-მდე ადამიანი დაიღუპა.
შეიხ ჰასინას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, რადგან ის ინდოეთში იმყოფება, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შეაფარა თავი.